ზოგიერთი პრობლემა ადვილად გამოსწორებადია, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა კი შეიძლება მოითხოვოს პროფესიონალის დახმარება დიაგნოზირებისა და რემონტის გაკეთების მიზნით. შესაბამისად, რეკომენდირებულია სარეცხი მანქანის ხელოსანის გამოძახება, რადგან მან უკეთ იცის თუ რა შეიძლება გამხდარიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზი რათა დროულად მიმართოს მისი შეკეთების სათანადო მეთოდს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მცირე პრობლემის მოგვარებით, თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ გამოცდილება და მინიმუმ კარგი წარმოდგენა, თუ საიდან ან/და რატომ წარმოიშვა პრობლემა.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული პრობლემების სია, რომლებიც სარეცხი მანქანის ეფექტურ მუშაობას აფერხებს. ამ პრობლემებისა და ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ საქმის მოგვარებაში და გადაწყვეტილებს მიღებაში, იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯი გადადგათ და როდის მიმართოთ სარეცხი მანქანის ხელოსანს მანქანის შესაკეთებლად.
თუ თქვენი სარეცხი მანქანა არ რეაგირებს, როდესაც ჩართავთ, ამ პრობლემის მოგვარება შედარებით მარტივად გამოსწორებადია. არსებობს მთელი რიგი მეთოდები მის შესაკეთებლად, რომლებიც განსხვავდება სირთულის მიხედვით.
ნაბიჯი 1 - ელექტრომომარაგების შემოწმება.
პირველ რიგში, ყოველთვის სჯობს დაიწყოთ თავად ელექტრომომარაგების შემოწმებით იღებს თუ არა თქვენი სარეცხი მანქანა ენერგიას. მულტიმეტრის გამოყენებით შეამოწმეთ განყოფილების ძაბვა. თუ ელექტროენერგია არ მიეწოდება თქვენს სარეცხ მანქანაში, თქვენ უნდა შეამოწმოთ საყოფაცხოვრებო ელექტრული პანელი, რათა დარწმუნდეთ არის თუ არა ჩამრთველი მწყობრში.
თუ არ იყო ამოვარდნილი ამომრთველი და პანელი არ არის ცხელი, მაშინ პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს თავად პანელთან. გამორთეთ სარეცხი მანქანა და დაუკავშირდით კვალიფიციურ ელექტრიკოსს, რათა შეცვალოს პანელი და მისი გაფუჭების მიზეზი.
ნაბიჯი 2 - სარეცხი მანქანის ტაიმერის ღილაკის შემოწმება.
სარეცხი მანქანის ზოგიერთი მოდელი მოითხოვს რომ ტაიმერის ღილაკი ზუსტად შეთავსდეს მართვის პანელთან. თუ სახელური/ღილაკი ოდნავ გასასწორებელია, სარეცხი მანქანა არ ჩაირთვება. ამის შესამოწმებლად, უბრალოდ წინასწარ დააყენეთ ტაიმერი და შეეცადეთ ხელახლა განაახლოთ სარეცხი მანქანის ჩამრთველი.
ნაბიჯი 3 - შეამოწმეთ სარეცხი მანქანის ძრავა.
თუ სარეცხი მანქანის ძრავა გადახურულია, გამორთეთ იგი, რათა ,,გაცივდეს”, სანამ თავიდან ჩართავთ. თუ ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდება, მაშინ გადახურება შეიძლება არ იყოს პრობლემა. შესაბამისად, ამგვარ სიტუაციაში დაგჭირდებათ მიმართოთ სარეცხი მანქანის ხელოსანს რათა გაირკვეს, თუ რა არის სინამდვილეში მისი შეფერხების გამომწვევი მიზეზი.
თუ კი შეამჩნევთ წყალს იატაკზე, სარეცხი მანქანის მახლობლად, აუცილებლად შეამოწმეთ სარეცხი მანქანა რათა დარწმუნდეთ ხომ არ გამოედინება წყალი მისგან. თუ ეს ასეა, დაუყოვნებლივ გაეცანით ქვემოთ მოცემული ნაწილები და შემდეგ მიმართეთ სარეცხი მანქანის ხელოსანს, რათა დროულად მოაგვაროს შექმნილი პრობლემა.
როდესაც სარეცხი მანქანა მხოლოდ დატრიალების ციკლის დროს აპარებს წყალს, სავარაუდო გამომწვევი მიზეზი გადინების შლანგია. შეამოწმეთ კავშირები შლანგზე, და დარწმუნდით მათ უსაფრთხოებაში. შემდეგ შეამოწმეთ გადინების შლანგის მდგომარეობა, ის არ უნდა იყოს გაბზარდული ან/და დაზიანებული. ასევე, შეამოწმეთ გადინების შლანგი დაბლოკილი ან/და გაჭედილი ხომ არ არის. გარდა ამისა, საჭიროა შეამოწმოთ გადინების შლანგი, სადაც მას ვამაგრებთ სარეცხ მანქანაზე. თუ შლანგზე შენიშნავთ გამოჟონილ წყალს, მასინ შეიძლება შლანგის ხელახლა დაჭერა ან ახლის შეძენა დაგჭირდეთ.
შევსების შლანგები ასევე შეიძლება იყოს დამნაშავე თუ კი სარეცხი მანქანიდან წყალი ჟონავს. პირველ რიგში, შეამოწმეთ, რომ შევსების შლანგები კარგ მდგომარეობაშია და კარგადაა დამაგრებული; თუმცა, ისინი არ უნდა იყვნენ მთლად მჭიდროდ მოჭერილები. ამ ტიპის შლანგების ამოღებისას აუცილებლად უნდა იქნას ჩანაცვლებული ახალი რეზინის შლანგით.
სარეცხის მანქანიდან წყლის გაჟონვის მიზეზის დასადგენათ შეამოწმეთ წყალსადენის სარქველი. შეიძლება მას ჟანგი ჰქონდეს მოდებული ან მინერალური ნივთიერებებით იყოს დაფარეული, რის შედეგადაც შეიძლება მისი შეცვალა დაგჭირდეთ.
თუ თქვენ იყენებთ მყარ, ცივ წყალს, მაშინ ზოგადი რჩევაა გამოიყენოთ წყლის დამამარბილებელი საშუალებები, რადგან წყლის გაჟონვის ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ზედმეტი წვის შედეგი. ცხელი და რბილი წყლის შემთხვევაში გამოიყენეთ ნაკლები ოდენობის სარეცხი საშუალებები, რომლებიც ამავდროულად ეფექტურად ასუფთავებს ტანსაცმელს, ვიდრე ცივი და მყარი წყალი. სარეცხი საშუალებების შემცირებამ შეიძლება აღმოფხვრას ზედმეტი წვის პრობლემა.
სარეცხი მანქანის კარის (წინა დატვირთვა) წინა დატვირთვის საყელურები ხშირად იწვევს წყლის გაჟონვას კარის გარშემო, თუკი სარეცხ მანქანაში იმაზე მეტი რაოდენობისა და წონის სარეცხია მოთავსებული, ვიდრე სარეცხი მანაქნა ითვალისწინებს. გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ კარი სწორად და მწიდროდ არის თუ არა დალუქული რათა წყალი არ გამოვიდეს. საერთოდ, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგიძლიათ კარში მოთავსებული რეზინის ფრთხილად გაწმენდით.
თუ თქვენ გაქვთ ავტომატური სარეცხი დისპენსერი, არსებობს ორი საერთო ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი ოდენობის სარეცხი საშუალებების მიწოდება რეზერვუარში.
შეიძლება საგანგაშო ჩანდეს, როდესაც თქვენი სარეცხი მანქანა ხმაურობს და მოძრაობს, ამის გამომწვევი მიზეზებია:
თუ იატაკი არ არის გასწორებული, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც სარეცხი მანქანა მუშაობისას გადაადგილდება. საბედნიეროდ, ეს მარტივად გამოსწორებადი პრობლემაა და შეგიძლიად უბრალოდ დააყენოთ სარეცხი მანქანა 3/4" ფანერის მასალაზე.
სარეცხი მანქანები შექმნილია იმისთვის, რომ მორგებული იყოს იატაკის ზედაპირზე ისე, რომ მჭიდროდ იჯდეს დონეზე და არ გააფუჭოს იგი. ამასთან, მას აქვს ორი წინა ფეხი, რომელსაც აქვს გასაფორმებელი მექანიზმი საკეტის გასაკრავად, რომელიც უზრუნველყოფს მას რათა ადგილზე იყოს. თუ მანქანის ფეხები არასათანადო მდგომარეობაშია, მაშინ თითოეული ფეხი სწორ სიმაღლეზე დააყენეთ და მიამაგრეთ საკეტი ისე, რომ ფეხი არ გავიდეს მოძრაობისგან.
თუ თქვენი სარეცხი მანქანა დაბალანსებულია და აქვს გარკვეული წონის გარეცხვის შესაძლებლობა, თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი ტევადობა და არ გაჭედოთ სარეცხი მანქანის ავზი ზედმეტი სარეცხისგან. ზედმეტი ტანსაცმლით დატვირთვამ ანუ მაქსიმალურმა (ან მეტმა) წონამ შეიძლება გამოიწვიოს სარეცხი მანქანის მუშაობის დისბალანსი. შეამოწმეთ თქვენი სარეცხი მანქანის მოდელის სახელმძღვანელო დატვირთვის ზომების შესახებ დამატებითი რეკომენდაციების მისაღებად, მაგრამ, როგორც წესი, ტანსაცმელი არ უნდა იყოს ჩადებული ძალიან მჭიდროდ, რადგან სარეცხს ავზში თავისუფლად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს თუ გსურთ რომ სრულფასოვნად გაირეცხოს და ყოველგვარი ჭუჭყი გაეცალოს.
სრულიად შესაძლებელია რომ უცხო ობიექტი/ნივთი მოხვდეს თქვენს სარეცხი მანქანის ავზში, რის გამოც გემსით შემაწუხებელი ხმაური მომუშავე მანქანიდან. თუ ეს საგანი სანიაღვრე გამავალ შლანგში ამოჰყოფს თავს, უნდა იმედოვნოთ, რომ არ გაიჭედება (დამოკიდებულია თუ რა სახის, მასალის და ზომის ნივთია). გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი სარეცხი მანქანის ტუმბოს შეცვლა, თუ სერიოზული ზიანი მიაყენა ამ ნივთმა, მაგრამ ხშირად უბრალოდ ამ ნივთის ამოღებით პრობლემას მოაგვარებთ.